TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტუდორი:“ ინტერთან არაფრის დათმობას არ ვაპირებთ“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა ინტერთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„სანაკრებო პაუზის შემდეგ მატჩისთვის მომზადება მარტივი არასოდეს არის, მაგრამ მე პოზიტიური გრძნობა მაქვს, გასული 2 კვირის განმავლობაში ფეხბურთი მომენატრა და შეხვედრის დაწყებას მოუთმენლად ველოდები.

„მოტივაცია ? რაც უფრო დიდია მეტოქე გუნდის დონე, მოტივაციაც შესაბამისად იზრდება. ჩვენ მოტივაცია უნდა შევინარჩუნოთ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში ეს ასპექტი სხვაობას ქმნის.

„წინ ძალიან კარგი მატჩი გველოდება, ორივე გუნდი ძლიერია და იმედი მაქვს, ქომაგებს ხვალ ძალიან კარგ სანახაობას ვაჩუქებთ. კარგია ისეთი მეტოქის წინააღმდეგ თამაში, რომელიც ბოლო წლებში იტალიაში ყველაზე ძლიერ და გამოცდილ გუნდად მოიაზრებოდა.

„სქემის ცვლილება ? ამ მომენტამდე ჩვენ 1 ფორვარდითა და 2 შემტევი ნახევარმცველით ვთამაშობდით, ახლა კი, ახალი ფეხბურთელებისა და მათი ხარისხის გათვალისწინებით, მე ჩემს ხელთ არსებული რესურსების მაქსიმაურად გამოყენების გზა უნდა ვიპოვნო. ოპენდას თავისი მახასიათებლების გამოყენება საუკეთესოდ მაშინ შეუძლია, როდესაც გარკვეული სივრცეებია, დევიდს მეორე ფორვარდის პოზიციაზე შეუძლია თამაში, იმავეს თქმა შეიძლება ვლაჰოვიჩზე.

„ჟეგროვა ? ის, ოპენდასგან განსხვავებით, ჯერჯერობით საუკეთესო ფიზიკურ კონდიციაში არ არის და მომდევნო 2 მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.

„კოპმეინერსი ? მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ტეუნი არის ხარისხიანი ფეხბურთელი, რომელსაც ძალიან კარგი სეზონი ექნება.

„რას ველოდები ხვალ ? მე ხვალინდელ მატჩში ჩვენი ვარჯიშების შედეგის ხილვა მსურს. სერიოზული გუნდი, რომელიც მოედნის ორივე მონაკვეთზე სოლიდურია, აქვს გამბედაობა, უნდა გოლების გატანა და მეტოქისთვის არაფერის დათმობას არ აპირებს.

„ბრემერი ? გლეისონის ფიზიკური კონდიციები სულ უფრო უმჯობესდება და რაც დრო გავა, ის კიდევ უფრო უკეთესი გახდება.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

277 views
error: დაცული კონტენტი !