ტუდორი:“ იუვენტუსი ჩემი ნაწილია, ჩვენ სკუდეტოსთვის ვიბრძოლებთ“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა DAZN-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„რას ნიშნავს ჩემთვის იუვენტუსი ? იუვენტუსი ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილია, ამ გუნდმა მომცა ყველაფერი და ჩამომაყალიბა როგორც ადამიანად, ასევე ფეხბურთელად და მწვრთნელად.
„ჩვენ მაშინ წარმოუდგენელი გუნდი გვყავდა, ზიდანის გვერდით ვარჯიშის ხილვა ერთი სიამოვნება იყო, ეს მოგონებები ყოველთვის ჩემს გულში იქნება.
„ბირინდელი, პესოტო, მონტერო, ფერარა, დელ პიერო და სხვები. ალექსი ყოველთვის განსაკუთრებული იყო, ის სავარჯიშო მატჩებში მარცხსაც კი ვერ ეგუებოდა და ყოველთვის ბრაზობდა.
„ბრემერის დაბრუნება ? გლეისონი ამ გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, მისი დაბრუნება პოზიტიურად აისახება როგორც მოედანზე, ასევე გასახდელში, მას აქვს საჭირო ხასიათი და ქარიზმა, რომელიც ლიდერს სჭირდება.
„იუვენტუსის მწვრთნელობა ? ეს დიდებული გრძნობაა. სამწუხაროდ, ტრავმების გამო საკმაოდ მოკლე საფეხბურთო კარიერა მქონდა და იუვენტუსი დავტოვე გრძნობით, რომ გუნდისთვის მეტის მიცემა შემეძლო, ახლა კი ამის გაკეთება მწვრთნელის ამპლუაში შემიძლია.
„მატჩი ინტერთან ? ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს შეხვედრა 3 ქულაზე მეტს ნიშნავს. ინტერი დიდებული გუნდია, მათ რიგებში შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ, თუმცა ჩვენ ჩვენი კოზირები გვაქვს და ვნახოთ, რომელი გუნდი დარჩება გამარჯვებული.
„სკუდეტო ? ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რომ ტიტულისთვის ბოლო წამამდე ვიბრძოლოთ. მე სეზონის მსვლელობისას საბოლოო მიზნებზე საუბარი არ მიყვარს, მე კონკრეტულ შედეგებზე კონცენტრირება მირჩევნია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ტიტულის მოგება ჩვენი მიზანია.
„ვლაჰოვიჩი ? მისი კონტრაქტის სიტუაციის გამო სიტუაცია უცნაურია. დუშანი ძალიან კარგი ფეხბურთელია, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და საუკეთესო წლები წინ აქვს. ვცდილობ, როდესაც მას სიყვარული სჭირდება, დუშანს სიყვარული მივცე, ხოლო როდესაც სასაყვედუროა მე ამასაც ვაკეთებ.
„ილდისი ? მატჩის შემდეგ გუნდი ხშირად ვსაუბრობთ და მომენტებს ვარჩევთ, თუმცა კენანისთვის სათქმელი ძალიან იშვიათად მაქვს, რადგან მან იცის, თუ რა უნდა გააკეთოს მოედანზე. კენანს აქვს ყველაფერი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს.
„ფეხბურთელი, რომელსაც დღევანდელ იუვენტუსში ვისურვებდი ? ზიდანი, ზიზუ თავად ფეხბურთია.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
