TuttoJuve

Juve per sempre sarà

კომოლი:“ ჩვენ ფინანსურ სიტუაციასა და გუნდის საჭიროებებს შორის სწორი ბალანსი ვიპოვნეთ“

იუვენტუსის დირექტორმა დამიენ კომოლიმ ლოის ოპენდასა და ედონ ჟეგროვას პრეზენტაციაზე გამართული პრეს-კონფერენცია გახსნა.

„პირველ რიგში, მინდა რამდენიმე სიტყვით გასული სატრანსფერო ფანჯარა შევაფასო. მადლობა იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც იუვენტუსი დატოვეს. მადლობა მათ გუნდის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო და მომავალში თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ.

„ჩვენ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდში არსებული ფინანსური სიტუაციის, Fair Play-სა და გუნდის საჭიროებებს შორის სწორი ბალანსის პოვნას შევეცადეთ და ვფიქრობ, ეს ბალანსი ვიპოვნეთ კიდეც. ჩვენ აქამდეც ძალიან კონკურენტუნარიანი და კარგი გუნდი გვყავდა, ახალი ფეხბურთელები, მათ შორის ოპენდა და ჟეგროვა კი ჩვენ საბოლოო მიზანს კიდევ უფრო მიგვაახლოებენ.

„ედონის კრეატიულობა და სისწრაფე იყო სწორედ ის, რასაც ჩვენ ვეძებდით, ლიოსის გაფორმებით კი ჩვენ მივიღეთ შესანიშნავი ფინიშერი და სხვა ფორვარდებისგან განსხვავებული მახასიათებლები.

„ჩვენი სურვილი ამ ტრანსფერების ბოლო დღეს განხორციელება არ ყოფილა, თუმცა ჩვენ გონსალესის სიტუაციის გარკვევას ველოდებოდით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სატრანსფერო ფანჯარა დაბლოკილი იყო.

„ლოისის თაობაზე მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაწარმოებდით და მიხარია, რომ საბოლოო ჯამში საერთო ენა გამოვნახეთ.

„მოლაპარაკებები პსჟ-სთან ? მე მედიაში წავიკითხე სტატია, რომელშიც ეწერა, რომ ჩემსა და ალ-ხელაიფის შორის გარკვეული დაძაბულობა იყო, რაც სრული აბსურდია, ჩვენ საუბარი საერთოდ არ გვქონია. გარკვეული პირები სიტუაციით მანიპულაციას შეეცადნენ. მე ევროპის წამყვანი გუნდების წარმომადგენლებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს.

„ჩვენ გვჯერა, რომ გვყავს ძლიერი გუნდი, რომელსაც ნებისმიერ ტურნირზე უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია, ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც მომდევნო წლებში კიდევ უფრო განვითარდებიან და უმაღლეს დონეზე ითამაშებენ. მინდა მადლობა გადავუხადო გუნდის მფლობელებს, მათი გვერდში დგომა უმნიშვნელოვანესი იყო.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !