TuttoJuve

Juve per sempre sarà

დევიდი:“ ჩემს გაფორმებას ინტერიც ცდილობდა, მაგრამ მე იუვენტუსი ავირჩიე“

იუვენტუსის ფორვარდმა ჯონათან დევიდმა Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„სკუდეტო ? ახლა ჩვენ მხოლოდ იტალიურ დერბიზე ვფიქრობთ, ეს როგორც ჩვენთვის, ასევე ქომაგებისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია. თუ მე ამ შეხვედრაში თამაშის საშუალება მექნება, გოლის გატანას ვეცდები, თუმცა მთავარი იუვენტუსის წარმატებაა და სხვა ყველაფერი ხარისხოვანია.

„ინტერი ? ისინი ჩემი ტრანსფერით ინტერესდებოდნენ, თუმცა მე იუვენტუსი ავირჩიე, იტალიის საუკეთესო გუნდი და ამის გამო ბედნიერი ვარ. ვიცოდი, რომ ევროპის ერთ-ერთ უდიდეს გუნდში მოვდიოდი, თუმცა აქ შიგნიდან ყველაფერი კიდევ უფრო შთამბეჭდავია.

„ფეხბურთელები, ქომაგები, ისტორია, იუვენტუსი ყველაფერში დიდებულია და ეს გუნდი მხოლოდ გამარჯვებისთვის ბრძოლას იმსახურებს. ჩვენ სეზონის კარგი სტარტი გვაქვს, მაგრამ წინ ძალიან რთული და გრძელი გზა გველოდება.

„დუეტი ვლაჰოვიჩთან ? ეს შესაძლებელია, თუმცა საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას ტუდორი იღებს. მე და დუშანი ერთმანეთს მოტივაციას ვმატებთ, ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის სასარგებლოა.

„ჟეგროვა ? მე მასთან ერთად რამდენიმე სეზონი ვითამაშე და შემიძლია დარწმუნბით გითხრათ, ეს შესანიშნავი ტრანსფერია. მას დიდებული მარცხენა ფეხი აქვს, შეუძლია დრიბლინგი და გუნდს აუცილებლად დაეხმარება.

„ილდისი ? მას აქვს ყველაფერი, რომ ჩვენი იამალი გახდეს. კენანი არის უნიჭიერესი ახალგაზრდა, წარმოუდგენელი ხარისხისა და მახასიათებლების მქონე, ის იმ ფეხბურთელების კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

321 views
error: დაცული კონტენტი !