TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე და მანჩესტერი სანჩოს ტრანსფერის ფორმულას განიხილავენ

იუვენტუსი და მანჩესტერ იუნაიტედი ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად აგრძელებენ.

SportItalia-ს ცნობით, ფეხბურთელს წითელი ეშმაკების რიგების უმოკლეს დროში დატოვება სურს და იუვენტუსში ტრანსფერს მწვანე შუქი უკვე აუნთო.

წყაროს ინფორმაციით, მანჩესტერი სანჩოს იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუ მისი შემდგომში 30 მილიონად გამოსყიდვა სავალდებულო იქნება, კრისტიანო ჯუნტოლის კი სურს, რომ იუვენტუსს გამოსასყიდი პუნქტის გააქტიურება სურვილის შემთხვევაში შეეძლოს.

მოლაპარაკებები გრძელდება და დიდია ალბათობა, მომდევნო კვირაში მხარეებმა საერთო ენის გამონახვა შეძლონ.