კაბალმა სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა
სანაკრებო პაუზის შემდეგ, იუვენტუსმა კონტინასაზე ვარჯიში განაახლა და Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინულ გრანდს ლაზარეთიდან ორი ფეხბურთელი დაუბრუნდა.
წყაროს ცნობით, დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშეს მატია პერინიმ და ხუან კაბალმა, ფაბიო მირეტი კი ჯერ კიდევ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.
გამოცემის ინფორმაციით, კაბალი და პერინი სავარაუდოდ ინტერთან მატჩში იუვენტუსის განაცხადში იქნებიან.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                