TuttoJuve

Juve per sempre sarà

კობოლი ჯილი:“ კომოლიმ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა“

იუვენტუსის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ დამიენ კომოლის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„მე კომოლის არ ვიცნობ, თუმცა ჩვენს გვარებში არსებული მსგავსების გამო მის მიმართ თავიდანვე პოზიტიურად განწვეწყე.

„მან გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, განსაკუთრებით მომეწონა მისი მიდგომა რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე, ფეხბურთელის, რომლის სანაცვლოდაც პსჟ ზედმეტად ბევრ ფულს ითხოვდა და რომელიც რამდენიმე საათში ტოტენჰემში სულ რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ გადავიდა.

„რა თქმა უნდა, კომოლის ჯერჯერობით ადაპტაციის პერიოდი აქვს, იუვენტუსის სამყაროსა და მისი ისტორიის გაცნობა მარტივი არ არის, თუმცა დამიენის სტარტი ძალიან კარგია.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

251 views
error: დაცული კონტენტი !