ტუდორმა შესაძლოა ინტერთან განსხვავებული სქემით ითამაშოს
SportMediaset-ის ცნობით, იუვენტუსმა შესაძლოა ინტერთან მატჩში ფსონი 3-4-1-2-ზე გააკეთოს.
გუნდში არსებული საკადრო პრობლემების ფონზე, ტუდორი შეტევაში დევიდისა და ოპენდას დუეტის დაყენებას გეგმავს, მათ უკან კი ტრეკვარტისტას პოზიციაზე კენან ილდისის გამოყენებას განიხილავს.
შეგახსენებთ, ინტერთან მატჩში დისკვალიფიკაციის გამო მონაწილეობას ანდრეა კამბიაზო ვერ მიიღებს. ასევე საეჭვოა ედონ ჟეგროვასა და შიკო კონსეისაუს თამაშიც.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
