TuttoJuve

Juve per sempre sarà

კასანო:“ იუვემ ტუდორის შენარჩუნებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო“

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ პოდკასტ Viva El Futbol-ში საინტერესო თემებზე ისაუბრა და მათ შორის იუვენტუსსაც შეეხო.

„ვფიქრობ, იუვენტუსმა იგორ ტუდორის შენარჩუნებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ტუდორი არის მწვრთნელი, რომელსაც ჩამოყალიბებული იდეები აქვს, იუვენტუსს შესანიშნავად იცნობს და იცის, რომ ტურინში მისგან ყველა გამარჯვებას ელოდება.

„იუვენტუსს საკმაოდ კარგი სატრანსფერო ფანჯრა ჰქონდა, გუნდი საერთო ჯამში გაძლიერდა და იმის მიუხედავად, რომ ჯერ ნაპოლისა და ინტერის დონეზე არ არის, ბიანკონერი აუცილებლად იბრძოლებს.

„ტუდორს ფეხბურთელების მოტივირება შესანიშნავად შეუძლია და კონსეისაუ ამის იდეალური მაგალითია. პორტუგალიელი ტუდორის მისვლამდე მოედანზე ხშირად სეირნობდა, იგორის მისვლის შემდეგ კი ის ყოველთვის დარბის, იბრძვის და გუნდს ეხმარება როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !