TuttoJuve

Juve per sempre sarà

კაპელო:“ იუვენტუსს სოლიდური გუნდი ჰყავს, ტურინელები კოლოს თაობაზე სწორად მოიქცნენ“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა და მათ შორის იუვენტუსსაც შეეხო.

„იუვენტუსის ყველაზე მნიშვნელოვანი დანამატი გლეისონ ბრემერია. თუ მან ტრავმა სრულიად მოიშუშა, რაც გასულ 2 ტურში უკვე დაამტკიცა, ბრემერის მოედანზე ყოფნა გუნდის დაცვას გაცილებით უფრო სოლიდურსა და საიმედოს ხდის.

„ამას ისიც ემატება, რომ კალულუმ და კაბალმა იუვენტუსში თამაშის გამოცდილება უკვე მიიღეს და მათგან ამ სეზონში გაცილებით მეტს ველოდები. საერთო ჯამში, გუნდის დაცვის ხაზი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე გასულ სეზონში.

„კოლო მუანი ? ის გუნდის შეტევას განსხვავებულ მახასიათებლებს შესძენდა, მაგრამ ვფიქრობ, საბოლოო ჯამში იუვენტუსმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან პსჟ-ს მიერ მოთხოვნილი თანხა მის რეალურ კლასს არ შეესაბამებოდა. ვფიქრობ, ინტერის შეტევა სერია ა-ში კვლავ საუკეთესოა, თუმცა იუვენტუსს ძალიან სოლიდური ფეხბურთელები ჰყავს.

„იუვე-ინტერი ? ვფიქრობ, ეს შეხვედრა ინტერისთვის უფრო მნიშვნელოვანია. ჩივუმ უნდა დაამტკიცოს, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი უკან მოიტოვა და მენტალურად ახალი გამოწვევებისთვის მზად არის. მათ წინააღმდეგ ძალიან სოლიდური და ამბიციური იუვენტუსი იქნება, თუმცა ტურინული გრანდი ჯერ შენების პროცესშია, ამიტომ ჩემი ფავორიტი ინტერია.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !