ლაუტაროს თამაში იუვენტუსის წინააღმდეგ საეჭვოა
იუვენტუსი და ინტერი იტალიური დერბისთვის ემზადებიან და სანაკრებო პაუზის გამო ორივე გუნდს გარკვეული პრობლემები აქვს.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, სეზონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩში ლომბარდიულ გრანდს შესაძლოა ლაუტარო მარტინესი ვერ დაეხმაროს.
წყაროს ცნობით, ლაუტარო მილანში ნაკრებიდან იუვენტუსთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე დაბრუნდება და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ელ ტორომ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყოს. მოსალოდნელია, რომ მის ადგილს მარკუს ტურამი დაიკვაებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
