TuttoJuve

Juve per sempre sarà

მატრი:“ იუვენტუსს სკუდეროს მოგება შეუძლია, ვლაჰოვიჩი ?…“

იუვენტუსის ყოფილმა ფორვარდმა ალესანდრო მატრიმ Tuttosport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„შეტევის ახალი ხაზი იუვენტუსის რიგებში ? ახლა 3 ადგილისთვის 6 ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იბრძვის, მაგრამ ეს ტუდორისთვი პრობლემა არ იქნება. იუვენტუსი 3 ტურნირზე ასპარეზობს, ამიტომ სათამაშო დროს ყველა ფეხბურთელი მიიღებს.

„საკმაოდ ძლიერია იუვენტუსის ნახევარდაცვაც. ტურამი გასულ სეზონში ძალიან კარგი იყო, მაგრამ ამ სეზონში მისგან კიდევ უფრო მეტს ველოდები, რადგან ახლა მას იუვენტუსში თამაშის 1-წლიანი გამოცდილება აქვს და გუნდს უკეთ იცნობს.

„აღსანიშნავია ბრემერის დაბრუნებაც, გლეისონი უმაღლესი დონის ფეხბურთელია და მისი მწყობრში ყოფნა მნიშვნელოვანია როგორც მოედანზე, ასევე გასახდელში. გუნდი მასთან ერთად უფრო მშვიდი და საიმედოა.

„ვლაჰოვიჩი ? ეს მარტივი სიტუაცია არ არის, მაგრამ ტუდორს დუშანთან კარგი ურთიერთობა აქვს, მის მოტივირებას ახერხებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დუშანს ხარისხი არ აკლია და ვფიქრობ, თუ სერბი მწყობრშია, ის სასტარტოში უნდა იყოს, რადგან ვლაჰოვიჩს სხვაობის შექმნა შეუძლია.

„ძალიან საინტერესოა მარჯვენა ფლანგზე ჟეგროვას ნახვაც, რადგან ვფიქრობ, რომ კონსეისაუ უფრო სასარგებლო სათადარიგოთა სკამიდან იქნება, მისი მატჩში მე-60 წუთზე ჩართვა შესაძლოა ხშირად გარდამტეხი ფაქტორი აღმოჩნდეს.

„ტუდორი ? ის აშკარად ძალიან სერიოზული მწვრთნელია. იუვენტუსის მწვრთნელობის სიამაყე მას კიდევ უფრო ბევრი მუშაობისკენ უბიძგებს, იგორმა გუნდის DNA კარგად იცის და ხვდება, რომ მისგან ყველა გამარჯვებას ელოდება, რადგან ეს იუვენტუსია. მან გუნდი რთულ სიტუაციაში ჩაიბარა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, თუმცა ახლა ტუდორის მიმართ მეტი მოლოდინებია. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ მას აქვს ყველაფერი, იუვენტუსს სკუდეტო მოაგებინოს.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

231 views
error: დაცული კონტენტი !