მოტამ შესაძლოა ლევერკუზენი ჩაიბაროს
იუვენტუსის ყოფილმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ შესაძლოა ლევერკუზენის ბაიერი ჩაიბაროს.
გერმანული გუნდი ერიკ ტენ ჰაგის დათხოვნის შემდეგ ახალი მწვრთნელის ძიებაშია და იტალო-ბრაზილიელი სპეციალისტი მათი ერთ-ერთი სამიზნეა.
მოტას იუვენტუსთან კონტრაქტი კიდევ 2 წელი აკავშირებს და მისი ფეხბურთში დაბრუნება ტურინულ გრანდს დაახლოებით 15 მილიონ ევროს დაუზოგავს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
