TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე გონსალესის გამოყენებას სამარჯიჩის ტრანსფერში ცდილობს

Il Messaggero-ს ინფორმაციით, იუვენტუსმა უდინეზეს ნახევარმცველის ლაზარ სამარჯიჩის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა.

ტურინული გრანდის ნახევარდაცვაში ცვლილებები გრძელდება და კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი სამიზნე სწორედ უდინეზეს სერბი ფეხბურთელია.

წყაროს ცნობით, უდინეზეს სამარჯიჩის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო სურს, თუმცა ტურინული გრანდი ამ თანხის შემცირებას ტრანსფერში ფაკუნდო გონსალესის ჩართვით ცდილობს..