ვლაჰოვიჩი იუვენტუსთან კონტრაქტის გახანგრძლივების წინააღმდეგი არ არის
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და იუვენტუსის ინსაიდერმა ჯოვანი ალბანეზემ დაადასტურა, რომ ტურინული გრანდი დუშან ვლაჰოვიჩთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს.
ალბანეზეს ცნობით, დუშანს იგორ ტუდორთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, ბოლო პერიოდში სერბ ფეხბურთელსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა გამოსწორდა და ვლაჰოვიჩი იუვენტუსში დარჩენის წინააღმდეგი არ არის.
წყაროს ცნობით, პრობლემა კვლავ მისი მაღალი ხელფასია და სერბს ტურინში დარჩენის სანაცვლოდ გასამრჯელოს 7-8 მილიონამდე შემცირება მოუწევს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
