TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ვლაჰოვიჩთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს განაახლებს

იტალიური წყაროების ცნობით, იუვენტუსი მომდევნო კვირებში დუშან ვლაჰოვიჩის აგენტთან მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს.

Tuttomercato-ს ცნობით, დამიენ კომოლის იმედი აქვს, სერბ ფორვარდთან შეთანხმება შედგება და ის ხელშეკრულებას მინიმუმ 1 წელი გაახანგრძლივებს, რაც გუნდს სეზონის ბოლოს მის უფასოდ დაკარგვას აარიდებს თავიდან.

გამოცემის ინფორმაციით, ბოლო კვირებში მხარეებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა, ამიტომ გამორიცხული არ არის, სერბმა ფეხბურთელმა ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე თანხმობა განაცხადოს, თუმცა ამისთვის მას ხელფასის შემცირება მოუწევს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

367 views
error: დაცული კონტენტი !