TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტრეზეგე:“ სერია ბ-ში იუვენტუსში დარჩენა სწორი გადაწყვეტილება იყო“

იუვენტუსის ლეგენდამ დავიდ ტრეზეგემ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„იუვენტუსი ? იუვენტუსი ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია, მე იქ ისტორია დავწერე. სერია ბ-ში გადასვლის შემდეგ გუნდში დარჩენა ჩემი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო. გუნდმა წასვლის უფლება მოგვცა, მაგრამ მინდოდა იუვენტუსისთვის გადამეხადა იმ ნდობისა და სიყვარულისთვის, რომელსაც მე ვიღებდი.

„სამწუხაროდ, მათ წაგვართვეს ტიტულები, რომლებიც ჩვენ მოედანზე მოვიგეთ, ჩვენ უძლიერესები ვიყავით და ეს ყველამ იცოდა, თუმცა სამწუხაროდ ყველაფერი ასე დასრულდა.

„ლიპი ? მან ჩემს კარიერაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ჩვენს შორის ურთიერთობა არც თუ ისე კარგად დაიწყო, მას ჩემს ნაცვლად ვიერი უნდოდა და გუნდს სთხოვა, ბარტერი განეხორციელებინა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და მე იუვენტუსშ დავრჩი.

„პირველი კვირა ჩვენს შორის ძალიან დაძაბული იყო, შემდეგ კი ერთ დღეს მოვიდა და მითხრა:“ თუ სეზონში 30-ზე მეტ გოლს გაიტან, შენ მე საჩუქარს მიყიდი, წინააღმდეგ შემთხვევაში საჩუქარის ყიდვა მე მომიწევს.“ იმ სეზონში 38 გოლი გავიტანე, იმედი მაქვს, ჩემი ნაჩუქარი საათი მარჩელოს კიდევ აქვს.

„იუვენტუსის დღევანდელი მდგომარეობა ? ბოლო წლებში გაუთავებელი ცვლილებებისა და პრობლემების ფონზე, გუნდმა თავისი იდენტობა დაკარგა, რომლის დასაბრუნებლად იუვენტუსს გარკვეული დრო და გამარჯვება დასჭირდება.

„იუვენტუსში დაბრუნება ? მე მზად ვარ და შანსს ველოდები ისე, როგორც დელ პიერო. ვფიქრობ, გუნდის მენეჯმენტში ყოფილი ფეხბურთელების ყოფნა, რომლებსაც იუვენტუსის ისტორიაში არაერთი მნიშვნელოვანი თავი აქვთ დაწერილი, გამოსადეგი იქნება.

„გუნდის სატრანსფერო ფანჯარა ? მე კომოლის არ ვიცნობ, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ის გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ადამიანია, რადგან იუვენტუსში მნიშვნელობა მხოლოდ ამას აქვს. გუნდმა შეტევაში დევიდი, ოპენდა და ჟეგროვა გაიფორმა, ისინი საინტერესო ფეხბურთელები ჩანან, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი მათი შედეგიანობის მიხედვით შეფასდება.

„ვლაჰოვიჩი ? თითოეული ჩვენგანი მისგან გაცილებით მეტს ველოდებოდით და შესაძლოა, ეს სწორი არ არის, რადგან ფიორენტინასა და იუვენტუსის მაისურით თამაში ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. დუშანი იუვენტუსში უკვე საკმაოდ დიდი ხანია თამაშობს, თუმცა მას არ ესმის, თუ სად არის და რა გუნდის მაისურს ატარებს. ბოლო პერიოდში ის უფრო მშვიდი და ცივსისხლიანია და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ის სათადარიგოთა სკამიდან გუნდისთვის უფრო პროდუქტიულია.

„ილდისი ? მის გვერდით სიამოვნებით ვითამაშებდი, კენანი ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. ის ძველი ყაიდის ათიანებს მაგონებს, ილდისი ბურთთან ერთად ყოველთვის ძალიან სახიფათოა. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

318 views
error: დაცული კონტენტი !