TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე კრისტალ პალასის მცველით ინტერესდება

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, იუვენტუსი კრისტალ პალასის მცველის მარკ გუეჰის ტრანსფერით ინტერესდება.

25 წლის ინგლისელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და მისი უფასოდ გაფორმებით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება.

წყაროს ცნობით, გუეჰის ტრანსფერით დაინტერესებული ერთ-ერთი გუნდი იუვენტუსია და არ არის გამორიცხული, ტურინულმა გრანდმა მისი გაფორმება იანვარში, გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ ცადოს, რაც ზაფხულში იუვენტუსს ზედმეტ კონურენციას თავიდან აარიდებს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

323 views
error: დაცული კონტენტი !