პერინი და მირეტი ინტერთან მატჩისთვის მზად იქნებიან
სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, იუვენტუსის მომდევნო მეტოქე სერია ა-ში ინტერი იქნება.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიური დერბის წინ ტურინულ გრანდს ლაზარეთიდან ფაბიო მირეტი და მატია პერინი დაუბრუნდებიან.
წყაროს ცნობით, იტალიელები კონტინასაზე სრული დატვირთვით ვარჯიშს უახლოეს დღეებში განაახლებენ და ინტერთან მატჩში გუნდის განაცხადში იქნებიან.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
