იუვენტუსი ნიცას მარჯვენა მცველის გაფორმებას ცდილობს
დამიენ კომოლი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს აქტიურობას აგრძელებს და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთდროულად 3 ტრანსფერის გაოფიციალურება უნდა.
ტურინულმა გრანდმა ლოის ოპენდასა და ეონ ჟეგროვას ტრანსფერები უკვე დახურა, ორივე მათგანი ტურინში იმყოფება და უახლოეს პერიოდში სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.
SportItalia-ს ცნობით, კომოლის მომდევნო საათებში მარჯვენა მცველის გაფორმებაც სურს და ბიანკონერის პრიორიტეტი 32 წლის ფრანგი უკანახაზელი ჯონათან კლაუსია. მისი გაფორმება იუვენტუსს დაახლოებით 10 მილიონი დაუჯდება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                