კოლოს ტრანსფერი ჩაიშალა, ოპენდა იუვენტუსისთვის შეუტევს
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის რანდალ კოლო მუანის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება ვერ შედგა.
მხარეებმა ტრანსფერის ფორმულასთან დაკავშირებით საერთო ენა ვერ გამონახეს და გუნდებს შორის მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს.
კოლო მუანის ნაცვლად, იუვენტუსმა ლაიფციგთან ლოის ოპენდას ტრანსფერი შეათანხმა. 25 წლის ფეხბურთელი ტურინში სამედიცინო შემოწმებას ედონ ჟეგროვას შემდეგ გაივლის. ის იუვენტუსს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით. ტურინულ გრანდს ოპენდას გაფორმება საერთო ჯამში 42 მილიონი ევრო დაუჯდება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                