TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტუდორი:“ ჩემი ბიჭებით ვამაყობ, ვლაჰოვიჩის მომავალი ?…“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა ჯენოასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ვლაჰოვიჩის კიდევ ერთი გოლი ? როგორც დუშანი, ასევე მისი თანაგუნდელები ძალიან მოტივირებულები არიან. ბოლო 2 მატჩში სათადარიგო სკამიდან ჩართულმა ფეხბურთელებმა შეხვედრის ბედი გადაწყვიტეს და როგორც მწვრთნელი, ეს მე ძალიან მახარებს.

„დღევანდელ ფეხბურთში, როდესაც გუნდს 5 ცვლილების განხორციელება შეუძლია, სკამიდან ჩართულ ფეხბურთელებს ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ. დუშანი თავს კარგად გრძნობს და ეს მის თამაშზეც აისახება.

„ვლაჰოვიჩის შენარჩუნება ? მწვრთნელი ბედნიერია, როდესაც მის განკარგულებაში ხარისხიანი ფეხბურთელები არიან და ერთ-ერთი ასეთი დუშანია. გუნდის სატრანსფერო პოლიტიკას კომოლი განაგებს, მე ჩემი გუნდით ბედნიერი ვარ, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება ხვალ.

„დღევანდელი მატჩი ? ძალიან რთული, ბრძოლით მოპოვებული და მნიშვნელოვანი გამარჯვება. მე ბიჭებს უკვე ვუთხარი, მთავარი არის ის, რომ გუნდმა თითოეულ მატჩში ბოლომდე იბრძოლოს და თავისი მაქსიმუმი გააკეთოს. აქ თამაში მარტივი არასოდეს არის, თუმცა ჩვენ დღეს ბევრი მომენტი შევქმენით და საბოლოო ჯამში დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მე დღეს გუნდის თამაში ძალიან მომეწონა, რადგან ბიჭები იყვნენ კონცენტრირებულები და იცოდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

365 views
error: დაცული კონტენტი !