ჟეგროვა ტურინში ხვალ ჩაფრინდება
ედონ ჟეგროვა ტურინში ხვალ, ადგილობრივი დროით 8:30 საათზე ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იუვენტუსის რიგებს ოფიციალურად შეუერთდება.
ტურინული გრანდი კოსოვოელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 18 მილიონ ევროს გადაიხდის.
26 წლის გარემარბი იუვენტუსთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს, მისი კიდევ 1 სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით. ფეხბურთელი გასამრჯელოს სახით 2.5 მილიონსა და ბონუსებს მიიღებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
