TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჟეგროვას იუვენტუსში ტრანსფერის დეტალები ცნობილია

იუვენტუსსა და ლილს შორის ედონ ჟეგროვას ტრანსფერის თაობაზე ყველა დეტალი შეთანხმებულია.

ნიკოლო სკირას ცნობით, ტურინულ გრანდს 26 წლის კოსოვოელი ფეხბურთელის გაფორმება ბონუსების ჩათვლით 18 მილიონი ევრო დაუჯდება.

იუვენტუსსა და ჟეგროვას შორის კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაფორმდება და მისი წლიური გასამრჯელო 2.5 მილიონი ევრო იქნება.

ახლა ყველა მხარე, მათ შორის ატლეტიკო და ნიკო გონსალესი ლა ლიგას მწვანე შუქის მოლოდინშია, არგენტინელის ატლეტიკოში გადასვლა ავტომატურად ჟეგროვას იუვენტუსში ტრანსფერს ნიშნავს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !