TuttoJuve

Juve per sempre sarà

პსჟ-ს კიდევ ერთი უარი იუვენტუსს…

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა დრო რჩება, იუვენტუსი და პსჟ კი რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე შეთანხმებას კვლავ ვერ ახერხებენ.

Sky Sport-ის ცნობით, პარიზელებმა იუვენტუსის ბოლო წინადადება უარით გაისტუმრეს, რომელიც ფეხბურთელის ძვირიან იჯარას გულისხმობდა, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

წყაროს ინფორმაციით, პსჟ-ს სურს, რომ კოლოს გამოსასყიდი პუნქტი სავალდებულო იყოს, რაზეც იუვენტუსი უარს ამბობს.

თუ უახლოეს საათებში იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის შეთანხმება ვერ შედგა, ტურინული გრანდი ლაიფციგთან ლოის ოპენდას თაობაზე მოლაპარაკებებს კიდევ უფრო აქტიურად დაიწყებს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

277 views
error: დაცული კონტენტი !