TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტრეზეგე:“ იუვემ იდენტობა უნდა დაიბრუნოს, ამისთვის კი გამარჯვებაა საჭირო“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დავიდ ტრეზეგემ La Repubblica-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„სერია ა-ს ფავორიტი ? სეზონს ფავორიტის სტატუსით იწყებს გუნდი, რომელმაც წინა სეზონში სკუდეტო მოიპოვა, ამიტომ ტიტულის მოპოვების ყველაზე დიდი შანსი ნაპოლის აქვს, მისი მთავარი კონკურენტი ინტერი იქნება, სხვა გუნდებზე კი ჯერ რაიმეს თქმა რთულია.

„ტუდორი მწვრთნელის ამპლუაში ? მე მას ვიცნობ როგორც ფეხბურთელს და არა როგორც მწვრთნელს, ამიტომ ბევრს ვერაფერს ვიტყვი. მან მარსელში თავი კარგად წარმოაჩინა, ახლა კი თავის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას.

„არის თუ არა ის შესაფერისი მწვრთნელი ? იგორი იუვენტუსს კარგად იცნობს, იცის გუნდის ისტორია, ტრადიციები და სტრუქტურა, რაც მას აუცილებლად დაეხმარება. მან უნდა დაუბრუნოს იუვენტუსს იდენტობა, რომელიც გუნდმა ბოლო წლებში დაკარგა, ამისთვის კი გუნდს გამარჯვება სჭირდება, გამარჯვება იუვენტუსის ისტორიის განუყოფელი ნაწილია.

„რა სჭირდება იუვენტუსს ძველ დონეზე დასაბრუნებლად ? ბალანსი, ბოლო წლებში გუნდი არასტაბილურია როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. იუვენტუსის რიგებში მყოფმა თითოეულმა ადამიანმა, მოედანსა და მის მიღმა უნდა გააანალიზონ, თუ სად არიან და რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა იუვენტუსის რიგებში ყოფნა.

„ვლაჰოვიჩი ? ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და განვითარება შეუძლია, თუმცა დუშანს დასამტკიცებელი ბევრი რამ აქვს. დევიდი დიდებული ფორვარდია და მისი გაფორმებით იუვენტუსში საჭირო კონკურენცია შეიქმნება, რაც ორივე ფეხბურთელს წარადგება.

„კოლო მუანი ? გასულ სეზონში მან დაამტკიცა, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი შეიძლება იყოს. კოლოს რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას იუვენტუსის მაისურით ასპარეზობა სურს.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

290 views
error: დაცული კონტენტი !