TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტუდორი:“ ჯენოა ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენი მიზანი 3 ქულაა“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა ჯენოასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ჩვენ ძალიან კარგი, პროდუქტიული კვირა გვქონდა, გუნდმა კარგად ივარჯიშა და ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვართ, რომელიც მარტივი არ იქნება.

„ჯენოა ძალიან ორგანიზებული, ფიზიკურად ძლიერი გუნდია და დარწმუნებული ვარ, მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ბოლომდე ბრძოლა მოგვიწევს, თუმცა ჩვენი მიზანი 3 ქულაა.

„ჩემპიონთა ლიგა ? ჩვენ რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო კალენდარი გვაქვს, როდესაც შენ ჩემპიონთა ლიგის მუსიკა გესმის და მის ატმოსფეროს გრძნობ, სულ სხვა მოტივაციას იღებ. ჩვენ ამ ტურნირზე მოსახვედრად ბევრი ვიბრძოლეთ და მას ამბიციური მიზნებით ვხვდებით.

„პარმასთან მატჩი ? ჩვენ ამ შეხვედრამ ძალიან პოზიტიური გრძნობა დაგვიტოვა. მე ვნახე გუნდი, რომელიც იყო მოტივირებული, იცოდა რა უნდა გაეკეთებინა და საბოლოო ჯამში სასურველ მიზანს მიაღწია. ჩვენ სამუშაო ბევრი გვაქვს, მაგრამ კარგი სტარტი მნიშვნელოვანი იყო.

„თქვენ იცით, რომ მე კმაყოფილი არასოდეს ვარ, ჩვენ გუნდის იდენტობისა და მენტალობის ჩამოყალიბებაზე ბევრს ვმუშაობთ, რადგან ეს ასპექტები უმნიშვნელოვანესია.

„გონსალესი ? ნიკო არის ფეხბურთელი, რომელიც მე ძალიან მომწონს, მას აქვს ხარისხი და თამაშობს ისეთი დონის ნაკრებში, როგორიც არგენტინაა. ის ფიზიკური პრობლემების გამო საუკეთესო ფორმაში არ არის, თუმცა მიხარია, რომ ნიკო ჩვენი გუნდის წევრია.

„ფორმაცია ? მომავალში 3-5-2 სქემაზე გადასვლას არ გამოვრიცხავ. მთავარი არის ის, რომ გუნდი მოედანზე მომზადებული გავიდეს და სასურველი შედეგისთვის ბოლომდე იბრძოლოს.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

263 views
error: დაცული კონტენტი !