TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვემ ოპენდას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

ცნობილი ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ლაიფციგს შორის ლოის ოპენდას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაებები დაიწყო.

წყაროს ცნობით, რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე არსებული პრობლემების ფონზე, ტურინული გრანდი პარალელურად 25 წლის ბელგიელი ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობს.

ლაიფციგი ოპენდას სანაცვლოდ დაახლოებით 40-45 მილიონს ითხოვს და არც მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგია, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

319 views
error: დაცული კონტენტი !