იუვე მაზრაუის ტრანსფერით ინტერესდება
ნიკოლო სავონას გაყიდვის შემდეგ, იუვენტუსი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მარჯვენა მცველის გაფორმებას ეცდება.
Sky Sport-ის ცნობით, ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი ნუსაირ მაზრაუი გახლავთ.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი 27 წლის მოროკოელის 1-წლიანი იჯარით გაფორმებას გეგმავს, მისი შემდგომში 20-25 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                