TuttoJuve

Juve per sempre sarà

კოლო შესაძლოა იუვენტუსში მშრალი იჯარით დაბრუნდეს

ფრანგული მედიის ინფორმაციით, რანდალ კოლო მუანი იუვენტუსში დაბრუნებასთან ახლოს არის.

Le Parisien-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც გუნდებმა ფეხბურთელის ფასსა და ტრანსფერის ფორმულასთან დაკავშირებით საერთო ენა ვერ გამონახეს, მხარეები ფრანგი ფორვარდის ტურინში მშრალი იჯარით დაბრუნებაზე შეთანხმდნენ.

წყაროს ინფორმაციით, კოლო მუანის თაობაზე მოლაპარაკებები სეზონის მსვლელობისას გაგრძელდება და მხარეები გამოსასყიდი თანხის თაობაზე საერთო ენის გამონახვას ეცდებიან.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

311 views
error: დაცული კონტენტი !