TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე პსჟ-ს მცველით ინტერესდება

იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებები არა მხოლოდ რანდალ კოლო მუანის, არამედ პარალელურად ლუკას ბერალდოს ტრანსფერზეც მიმდინარეობს.

ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, ტურინულმა გრანდმა 21 წლის მცველის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა და ის ლოიდ კელის შეცვლის მთავარი კანდიდატია.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი ბრაზილიელის გაფორმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ეცდება, თუ უახლოეს დღეებში ტურინული გრანდი კელიმ დატოვა, ვის მიმართაც ინტერესს ინგლისური გუნდები იჩენენ.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !