TuttoJuve

Juve per sempre sarà

ილდისი:“ დევიდი შესანიშნავია, ჩვენ კარგი სეზონი გვექნება“

კენან ილდისმა, ვინც გუშინდელი მატჩის MVP გახდა, პარმასთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ რთული მეტოქის წინააღმდეგ. გუნდმა მთელი კვირის განმავლობაში კარგად იმუშავა და ეს თამაშზეც აისახა. სტარტი პოზიტიურია, თუმცა მუშაობა და განვითარება უნდა გავაგრძელოთ.

„დევიდი ? ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია, მან ეს ლილში უკვე დაამტკიცა და დარწმუნებული ვარ, იუვენტუსში ძალიან ბევრ გოლს გაიტანს. მისი აქ ყოფნით ბედნიერი ვარ და მჯერა, ჩვენ ძალიან კარგი სეზონი გვექნება.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

284 views
error: დაცული კონტენტი !