TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტუდორი:“ იუვენტუსი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურით ვერ დაკმაყოფილდება“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა პარმასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, მატჩი ტურინში ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის ლინკებს ტრადიცილუად იხილავთ ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ).

„მზად ვართ თუ არა სეზონისთვის ? დიახ, ჩვენ პროდუქტიული პერიოდი გვქონდა, ვართ ძალიან მოტივირებულები და გვინდა, ჩვენი ქომაგების წინ სეზონი პოზიტიურად დავიწყოთ.

„კოპმეინერსი ? მას ატალანტასთან ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, ტეუნს შესანიშნავი სეზონი ექნება.

„ლოკატელი ? ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენთან არის. მანუ გუნდის კაპიტანია, ბრემერი ვიცე-კაპიტანი, შემდეგ კი მოდიან ილდისი, ტურამი და გატი.

„ბრემერი ? ჩვენ მისი ღირებულება ვიცით, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, გლეისონი ფიზიკურად კარგ კონდიციაშია და ხვალ თამაშს შეძლებს. რა თქმა უნდა, როგორც მას, ასევე სხვებს რამდენიმე მატჩი დასჭირდებათ, რომ ოპტიმალურ კონდიციას მიაღწიონ, მაგრამ ეს სავსებით ნორმალურია.

„დევიდი-ილდისი-კონსეისაუს ტრიო ? ისინი ერთმანეთს კარგად უგებენ, თუმცა მათგან მეტი მოლოდინები მაქვს. ჩვენ შეტევაში მაქსიმალურად ბევრი ფეხბურთელი უნდა გამოვიყენოთ, თუმცა ისე, რომ ბალანსი არ დავკარგოთ და მეტოქეს კონტრ-შეტევების საშუალება არ მივცეთ.

„დევიდი შესანიშნავი ფეხბურთელია, ძალიან ყურადღებიანი, მონდომებული და კონცენტრირებული. მას ხიფათის შექმნა ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია, ის შესანიშნავი პროფესიონალი და ადამიანია.

„ვინ შეასრულებს 11-მეტრიანებს ? ლოკატელი, ილდისი, კონსეისაუ, დევიდი, კოპმეინერსი, კამბიაზო, 11-მეტრიანების შესრულება ბევრს შეუძლია.

„კოლო მუანი ? მე ჩემი გუნდით ბედნიერი ვარ, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და მე გუნდს სრულად ვენდობი. ხელმძღვანელობამ იცის, თუ რა გვჭირდება. ეს რთული სატრანსფერო ფანჯარაა, მაგრამ ჩვენ ძლიერი შემადგენლობა გვყავს და სეზონისთვის მზად ვართ.

„ამბიციები ამ სეზონში ? ჩვენ ბოლო 5 წელიწადში პირველი ან მეორე ადგილი არ დაგვიკავებია, რაც გუნდის ისტორიისა და DNA-ს გათვალისწინებით ცუდი შედეგია. ვიცი, ხალხს წინასწარ საბოლოო შედეგებზე უყვარს საუბარი, რაც ჩემი აზრით სასაცილოა. ჩვენ კონცენტრაცია მუშაობაზე უნდა გავაკეთოთ, განვაგრძოთ განვითარება, ვიბრძოლოთ ნებისმიერი ქულისთვის და ვნახოთ, რა იქნება ჩვენი მაქსიმუმი სეზონის ბოლოს. ერთი რამ ფაქტია, იუვენტუსის დონის გუნდი სეზონს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურზე ფიქრით ვერ დაიწყებს.

„პარმა ? სეზონის პირველი მატჩი ყველასთვის ძალიან რთულად დასაგეგმია, არავინ იცის, თუ რას უნდა ელოდებოდეს მეტოქისგან. ჩვენ რთული შეხვედრისთვის ვართ მზად და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

„ვლაჰოვიჩი თუ კოლო ? მე არ ვიცი, რა მოხდება სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე. რაც არ უნდა იყოს, მე ყველაფერს მივიღებ და მუშაობას გავაგრძელებ.

„იუვენტუსის DNA ? ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ხარისხი და მონდომება არ გაქვს, DNA ბევრს ვერაფერს შეცვლის.

„ჟოაუ მარიო ? ის შეტევაში ძალიან ძლიერია, მაგრამ დაცვით ასპექტში სამუშაო აქვს.

„მირეტი ? 2-3 დღეში ის სირბილს განაახლებს. ფაბიო ძალიან ნიჭიერია და აქვს პოტენციალი, ძალიან ძლიერი ფეხბურთელი გახდეს.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

294 views
error: დაცული კონტენტი !