TuttoJuve

Juve per sempre sarà

მილანი ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს არ კარგავს

ვიქტორ ბონიფეისის ტრანსფერის განაღდების მიუხედავად, მილანი იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

ნიკოლო სკირას ცნობით, როსონერის რიგები შესაძლოა სანტიაგო ხიმენესმა დატოვოს, მექსიკელი ფორვარდი მაქს ალეგრის გეგმებში არ შედის და მისი წასვლის შემთხვევაში ლომბარდიული გრანდი სწორედ ვლაჰოვიჩის გაფორმებას ეცდება.

ამ მომენტისთვის მილანის გარდა დუშანის ტრანსფერით არც ერთი გუნდი არ ინტერესდება, ამიტომ სერბი ფორვარდის იუვენტუსში დარჩენის შანსი საკმაოდ დიდია.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !