TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჟეგროვამ მარსელს უარი უთხრა და იუვენტუსის მოლოდინშია

Tuttosport-ის ინფორმაციით, ედონ ჟეგროვამ მარსელში ტრანსფერზე უარი საბოლოოდ თქვა და კარიერის იუვენტუსში გაგრძელება უნდა.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის აგენტმა ლილის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ კოსოვოელი ფეხბურთელი მარსელს არ შეუერთდება და მას ტურინულ გრანდში თამაში სურს.

იუვენტუსსა და 26 წლის ვინგერს შორის შეთანხმება უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც ის 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წლიურად ხელფასის სახით 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.

მოლაპარაკებები გრძელდება გუნდებს შორისაც, თუმცა იუვენტუსი ჟეგროვას გაფორმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ გუნდს ნიკო გონსალესი დატოვებს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

342 views
error: დაცული კონტენტი !