მილანმა ბონიფეისი გაიფორმა, ვლაჰოვიჩის იუვენტუსში დარჩენის შანსი იზრდება…
ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ მილანმა ვიქტორ ბონიფეისის ტრანსფერი შეათანხმა.
წყაროს ცნობით, როსონერი ნიგერიელ ფორვარდს 1-წლიანი იჯარით გაიფორმებს, მისი შემდგომში გამოსყიდვის შესაძლებლობით, რაც გუნდს საერთო ჯამში 29 მილიონი ევრო დაუჯდება.
ნიგერიელი ფორვარდის მილანში გადასვლა თავის მხრივ გამორიცხავს დუშან ვლაჰოვიჩის როსონერის რიგებში ხილვას, რაც ტურინულ გრანდს საქმეს კიდევ უფრო გაურთულებს, რადგან ამ მომენტისთვის ვლაჰოვიჩს სხვა რეალური მსურველი არ ჰყავს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                