ჟოაუ მარიო:“ იუვენტუსი დიდებული გუნდია, სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველოდები“
იუვენტუსის ახალწვეულმა ჟოაუ მარიომ პრეზენტაციის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„იუვენტუსში გატარებული პირველი დღეები ? შესანიშნავი, აქ ყველა ძალიან კარგად დამხვდა და მე თავს უკვე ვგრძნობ მაღალი ხარისხის გუნდის წევრად, ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ და სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველოდებით.
„ძალიან კარგი გამოვიდა ჩემი სადებიუტო მატჩებიც, მწვრთნელს შემტევი ფეხბურთის ხილვა სურს და მე ამ ამპლუაში კომფორტულად ვგრძნობ თავს.
„რატომ იუვე ? იუვენტუსი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გუნდია, გამორჩეული ისტორიით, ტრადიციებითა და ამბიციებით. მე ძალიან მოტივირებული ვარ და იმედი მაქვს, გუნდს დავეხმარები და ერთად მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ.
„წნეხი ? მე წნეხს ყოველთვის მოტივაციად ვიღებ. იუვენტუსი ამბიციური გუნდია და ვიცოდი, რომ ამ მაისურს თავისი ზეწოლა ახლავს თან, მაგრამ მე მზად ვარ.
„პარმასთან მატჩი ? ეს მარტივი არ იქნება, სერია ა უმაღლესი დონის ჩემპიონატია, რომელშიც მარტივი მეტოქე არ არსებობს, მაგრამ ჩვენი მიზანი ნათელია – მოედანზე გასვლა და გამარჯვება.
„ჩემი ძლიერი მხარეები ? მიყვარს ბურთის ტარება, ვარ ტექნიკური ფეხბურთელი და არ ვერიდები დრიბლინგს, რაც შეტევაში გუნდის დახმარების საშუალებას მაძლევს.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
