კოლო მუანის იუვენტუსში ტრანსფერი ჩაშლის პირას არის
Corriere dello Sport-ის ცნობით, რანდალ კოლო მუანის იუვენტუსში ტრანსფერის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ჩაშლის პირას არის.
წყაროს ცნობით, პარიზელებმა ფრანგი ფორვარდის ფასი კიდევ უფრო გაზარდეს და 70 მილიონ ევროს ითხოვენ, რაც მათ კაპიტალის დაკარგვას თავიდან აარიდებს, ამ თანხის გადახდას კი ბიანკონერი არ აპირებს.
გუნდებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ თუ პარიზელები დათმობაზე არ წავლენ, კოლოს იუვენტუსში დაბრუნება რთულად წარმოსადგენია.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
