TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჟეგროვა და იუვენტუსი პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმდნენ

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსმა ედონ ჟეგროვასთან პიარდი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

წყაროს ცნობით, კოსოვოელი ფეხბურთელი იუვენტუსთან კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და მისი გასამრჯელო სეზონში 2.5 მილიონი ევრო იქნება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.

მოლაპარაკებები გრძელდება გუნდებს შორისაც, ლილი 26 წლის კოსოვოელის სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვს, რისი გადახდაც იუვენტუსს ნიკო გონსალესის წასვლის შემდეგ არ გაუჭირდება.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

456 views
error: დაცული კონტენტი !