იუვენტუსმა ლოკატელის პოტენციური შემცვლელი შეარჩია
Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტის ფაბიანა დელა ვალეს ცნობით, იუვენტუსს მანუელ ლოკატელის პოტენციური შემცვლელი შერჩეული ჰყავს.
წყაროს ცნობით, თუ ალ-აჰლის ინტერესმა იტალიელი ფეხბურთელის მიმართ სერიოზული სახე მიიღო, ტურინული გრანდი ინტერის ნახევარმცველის დავიდე ფრატეზის აგენტთან მოლაპარაკებებს განაახლებს.
დელა ვალეს თქმით, ლოკატელის გაყიდვის შემთხვევაში, იტალიელი ფეხბურთელის შეცვლის მთავარი კანდიდატი სწორედ ფრატეზი იქნება, ვის მიმართაც ინტერესს იუვენტუსი უკვე დიდი ხანია იჩენს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                