იუვენტუსმა ალ-აჰლის ლოკატელის ფასი შეუთვალა
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ალ-აჰლი მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
წყაროს ცნობით, არაბები იტალიელ ფეხბურთელს გასამრჯელოს სახით 12 მილიონ ევროს სთავაზობენ, რაც მის ახლანდელ გასამრჯელოზე 4-ჯერ მეტია და თუ იუვენტუსი მის გაშვებას გადაწყვეტს, ლოატელი არაბეთში გადაბარგების წინააღმდეგი არ იქნება.
გამოცემის ინფორმაციით, ტურინული გრანდი ლოკატელის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონ ევროს ითხოვს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                