იუვე ტოტენჰემის ფორვარდით ინტერესდება
იუვენტუსი რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ფრანგის გაფორმებასთან ახლოს არის, თუმცა პარალელურად მისი ალტერნატივა შერჩეული ჰყავს.
Tuttomercato-ს ცნობით, თუ რაიმე მიზეზით კოლო მუანის ტრანსფერი ჩაიშალა, ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე ტოტენჰემის ფეხბურთელი რიშარლისონი იქნება.
28 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის გაფორმება იუვენტუსს 30 მილიონ ევროდ შეეძლება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                