ლუკაკუ ტრავმირებულია, ნაპოლის ერთ-ერთი სამიზნე ვლაჰოვიჩია…
ნაპოლის ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც მას მინიმუმ 3-4 თვე გაუცდება და პარტენოპეის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ფორვარდის გაფორმება მოუწევს.
ნეაპოლიტანური გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით, ნაპოლის ერთ-ერთი სამიზნე იუვენტუსის ფორვარდი დუშან ვლაჰოვიჩი გახლავთ.
ტურინული გრანდი სერბის გაყიდვას უკვე დიდი ხანია ცდილობს და იუვე მისი ნაპოლიში 20 მილიონად გაშვების წინააღმდეგი არ იქნება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                