იუვეს ინტერესი ჟეგროვას მიმართ სერიოზულია
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი ლილის გარემარბის ედონ ჟეგროვას ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება.
წყაროს ინფორმაციით, კოსოველი ფეხბურთელი ტურინულ გრანდში ნიკო გონსალესის ერთ-ერთ მთავარ შემცვლელად მიაჩნიათ და გუნდებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე აქტიურად მარსელი მუშაობს. ლილი მის სანაცვლოდ 20-25 მილიონს ითხოვს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ კოსოვოელის კონტრაქტი გუნდთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, ფრანგებს მოთხოვნილი თანხის შემცირება მოუწევთ…
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                