ფორესტი ლუისის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ნოტინგჰემ ფორესტს შორის დუგლას ლუისის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
წყაროს ცნობით, იუვენტუსმა ინგლისელების წინადადებაზე, რომელიც ბრაზილიელის 1-წლიან იჯარას და მის შემდგომში 35 მილიონ ევროდ გამოსყიდვას გულისხმობდა, უარი თქვა.
ტურინული გრანდი ლუისის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუ სეზონის ბოლოს მისი 40 მილიონად გამოსყიდვა სავალდებულო იქნება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                