TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე კოლო მუანის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

რანდალ კოლო მუანი კვლავ იუვენტუსის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეა და პსჟ-სთან მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ფრანგმა ფორვარდმა გასულ კვირებში არაერთი გუნდი გაისტუმრა უარით და მას იუვენტუსში დაბრუნება სურს, რაც ტურინულ გრანდს იმის იმედს აძლევს, რომ პსჟ ადრე თუ გვიან იუვენტუსის წინადადებას დათანხმდება.

ტურინულ გრანდს კოლო მუანის 1-წლიანი იჯარით გაფორმება სურს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, საერთო ჯამში კი პსჟ 40-45 მილიონს მიიღებს, პარიზელებს კი უნდათ, რომ მისი გამოსასყიდი პუნქტი სავალდებულო იყოს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

91 views
error: დაცული კონტენტი !