გატი:“ ნაპოლის ინტერესი სასიამოვნოა, მაგრამ ჩემი გული იუვენტუსს ეკუთვნის“
იუვენტუსის მცველმა ფედერიკო გატიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ფიზიკური კონდიცია ? მე თითქმის 4 თვე გამიცდა, ეს რთული პერიოდი იყო, თუმცა ნელ-ნელა ფორმას ვიბრუნებ და მომდევნო ამხანაგური მატჩები ამაში დამეხმარება.
„ინტერესი ნაპოლის მხრიდან ? მე ჩემს მომავალთან დაკავშირებით კითხვები არასოდეს გამჩენია. ნაპლისა და პირადად ანტონიო კონტეს მხირდან არსებული ინტერესი დიდი პატივია, მაგრამ ჩემი გული იუვენტუსს ეკუთვნის, მე აქ გავვიზარდე, ეს ჩემი ოჯახია და მის დატოვებას არ ვაპირებ.
„დუგლას ლუისი ? არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ მისი ტექნიკური და ფიზიკური მახასიათებლები არანაირ კითხვებს არ იწვევს, ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია.
„დევიდი ? ის დიდებული ფორვარდია, ჯონათანს სერია ა-სთან ადაპტაცია მოუწევს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის თავს შესანიშნავად წარმოაჩენს.
„ბრემერი ? მისი მწყობრში დაბრუნება ტოპ ტრანსფერის ტოლფასია, ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია და გლეისონის მოედანზე დაბრუნება ჩვენ საგრძნობლად გაგვაძლიერებს.
„ვლაჰოვიჩი ? დუშანი ზრდასრული ადამიანია და საკუთარ მომავალთან გადაწყვეტილებას თავად მიიღებს, მაგრამ მე იმედი მაქვს, ის იუვენტუსში დარჩება.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
