TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სანჩოს ტრანსფერისთვის ბრძოლას იუვენტუსი ლიდერობს

ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსი ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და წითელ ეშმაკებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

წყაროს ცნობით, მანჩესტერი სანჩოს სხვა რომელიმე ინგლისურ გუნდში გაშვებას არ აპირებს, რაც მისი ტურინული გრანდის რიგებში ხილვის შანსს საგრძნობლად ზრდის.

სანჩო ერიკ ტენ ჰაგის გეგმებში არ შედის და მანჩესტერს მისი საბოლოოდ გაყიდვა სურს, კრისტიანო ჯუნტოლი კი ფეხბურთელის იჯარით გაფორმებაზე მუშაობს, მისი შემდგომში 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პუნქტების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო იქნება.

თავად სანჩომ იუვენტუსში ტრანსფერზე თანხმობა უკვე განაცხადა და გუნდებს შორის მოლაპარაკებების დასრულების მოლოდინშია.