TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა ო’რაილის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა

ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა ბრაიტონთან მატ ო’რაილის ტრანსფერზე მოლაპარაკებები განაახლა.

ბიანკონერი დუგლას ლუისის შემცვლელის ძიებაშია და ტურინული გრანდის პრიორიტეტი სპორტინგის მორტენ ჰიულმანდი გახლავთ, მაგრამ პორტუგალიელები დანიელის სანაცვლოდ 60-65 მილიონს ითხოვენ, რისი გადახდაც იუვენტუსის გეგმებში არ შედის.

ჰიულმანდის ალტერნატივა 24 წლის ო’რაილია, ბრაიტონი მის გაყიდვას 30 მილიონ ევროდ გეგმავს, რისი გადახდაც იუვენტუსისთვის ლუისის წასვლის შემთხვევაში პრობლემა არ იქნება.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

98 views
error: დაცული კონტენტი !