TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა კიეზას გაყიდვა საბოლოოდ გადაწყვიტა

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსმა ფედერიკო კიეზას მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

წყაროს ცნობით, იქიდან გამომდინარე, რომ მისი კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება, კრისტიანო ჯუნტოლი მის გაყიდვას აპირებს.

ამ მომენტისთვის კიეზას ტრანსფერით ყველაზე მეტად დაინტერესებული გუნდი რომაა, ჯალოროსი მის სანაცვლოდ 20 მილიონსა და ბონუსებს იხდის, იუვენტუსს კი საერთო ჯამში 30 მილიონის მიღება სურს.